პენსიონერი ქალების რაოდენობა კაცებს ორჯერ და მეტად აჭარბებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ 587 687 პენსიონერი ქალია, მაშინ როცა კაცების რაოდენობა სულ 214 486, სხვაობა 310 201 ადამიანს შეადგენს.
ყველაზე მეტი პენსიონერი ასაკობრივი ჭრილის მიხედვით 65-69 წლისაა - 203 ათასი, შემდგომ მოდის 60-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი - 143 ათასით. ყველაზე ნაკლები პენსიონერი კი 90 წლიდან და ზემოთ ფიქსირდება - სულ 9 651 ადამიანი, რომელთა შორისაც ქალების რაოდენობა თითქმის სამჯერ აჭარბებს კაცებს, შესაბამისად 7 713 და 1 938 პენსიონერი.

























