მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პენტჰაუსებით ორი რეალური მყიდველი უკვე დაინტერესდა“ - თორნიკე ჯანაშვილი

644693ed2902d
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.23 23:00
3528
„ცენტრალ პარკ თაურსის“ $300-მილიონიან, მულტიფუნქციურ პროექტში განთავსებულ პენტჰაუსებით ორი რეალური მყიდველი დაინტერესდა, რომლებთანაც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ „ბლოკ ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა თორნიკე ჯანაშვილმა გადაცემა BMG Drive-ში ისაუბრა.

$300-მილიონიანი პროექტი თბილისის ცენტრში, ალ. ყაზბეგის გამზირზე შენდება. ის 42-სართულიან ორ თაუერსს მოიცავს. მულტიფუნქციურ კომპლექსი კომპანია „ორბი ჯგუფი“ და „ბლოკ ჯგუფი“ ერთობლივი საინვესტიციო პროექტია.

თორნიკე ჯანაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი თაუერსის ბოლო სართულზე, სადაც „რედისონ ბლუ“ იქნება წარმოდგენილი, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ოთხი პენტჰაუსი მოეწყობა, სადაც მ²-ის ღირებულება $20 000 იქნება. თორნიკე ჯანაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის პრეზენტაციისთანავე მის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი წამოვიდა.

„ეს პირველი პრეცენდენტია, როდესაც საქართველოში ერთ კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ფიქსირდება. ერთ-ერთი თაუერსის 41-ე და 42-ე სართულებზე 4 პენტჰაუსი განთავსდება. ორი პენტჰაუსის ფართი 300 მ²-ია, ორის კი 400 მ² და 1 მ²-ის ფასი 20 000 დოლარია. საკუთარი ეზო-ვერანდით, საიდანაც ქალაქზე 360-გრადუსიანი ხედები იშლება. ჭერის სიმაღლე 6 მეტრია, აქვს კერძო პარკინგი, „რედისონ ბლუს“ პერსონალური მომსახურება, 24-საათიანი რეცეფცია და რუმ-სერვისი. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი Radisson Blu-სთან და ეს პენტჰაუსები სწორედ ამ საერთაშორისო ბრენდის სერვისი ისარგებლებენ. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს, რომ კომპლექსში, სადაც პენტჰაუსია განთავსებული, 300-მილიონიანი ინფრასტრუქტურაა.

პენტჰაუსების გამოტანით ჩვენ ქვეყანაში პრეცენდენტს ვაფიქსირებდით და რეალური ღირებულება, რომ შევაფასეთ ეს თანხა ნამდვილად ღირს, რადგან არ არსებობს საცხოვრებელი ადგილი, სადაც რამდენიმე ასეული მილიონიანი ინფრასტრუქტურით ისარგებლებ და ყველაფერი გექნება.

პენტჰაუსზე ორი რეალური მყიდველი უკვე გვყავს, რომელთანაც აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ძალიან მალე ორი პენტჰაუსი გაიყიდება. ერთი მყიდველი ქართველია, მეორე კი უცხოელი“, - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

$8 მლნ-იანი პენტჰაუსი თბილისის ცენტრში - Hotel Hub-ის ბოლო სართულზე 1 მ² ფასი $20 000 იქნება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები