მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PepsiCo 2040 წლისთვის ნახშირორჟანგის გამოყოფას ნულამდე შეამცირებს

60003ea91a024
ნათია თაქთაქიშვილი
14.01.21 21:40
985
მსოფლიოში ცნობილი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Pepsi აცხადებს, რომ მათი მიზანია კომპანიამ ნახშიროჟანგის(CO2)გამოყოფა ნულამდე შემაციროს 2040 წლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სურსათისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა 2019 წელს მსოფლიოს მასშტაბით 57 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ემისია მოახდინეს. კომპანიების საერთო მიზანია, დაახლოებით 9 წელიწადში ნახშიროჟანგის და გაზების ემისია ჯამურად 26 მილიონ ტონამდე შემცირონ.

PepsiCo-ს მსგავსად, ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების სურვილი გამოთქვეს ჩიფსების მწარმოებლმა Doritos-მა და წვენების მწარმოებელმა კომპანია Tropicana-მ. Doritos -ი აცხადებს, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფას 2030 წლისთვის 75%-ით შეამცირებს, ხოლო Tropicana გეგმავს 40%-ით შემაციროს ემისია ანალოგიური პერიოდისათვის.

ნახშირორჟანგის და გაზების ემისიის შემცირების შესახებ ასევე განაცხადა PepsiCo-ს ყველაზე დიდმა კონკურენტმა Coca-Cola-მ. კომპანიის ვარაუდით, Coca-Cola ემისიას 2030 წლისათვის 25%-ით შეამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები