მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PepsiCo ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ Rockstar-ს $3.85 მლრდ-ად ყიდულობს

5e68e59417456
ნათია თაქთაქიშვილი
11.03.20 21:40
1099
PepsiCo ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ კომპანია Rockstar-ს $3.85 მილიარდად ყიდულობს. კომპანიას წარმოების დიფერენცირება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას, CNBC-ი ავრცელებს.

PepsiCo-ს კონკურენტები, მათ შორის Coca-Cola, წლებია ცდილობენ შაქრის შემცველი გაზიანი სასმელები ჩაანაცვლონ დაბალკალორიული სასმელებით, როგორიც არის ჩაი, ყავა და ენერგეტიკული სასმელები.

რაც შეეხება ენერგეტიკული სასმელების კომპანია Rockstar-ს, კომპანია 2001 წელს დაფუძნდა და კონკურენციას უწევს ისეთი ცნობილი ენრგეტიკული სასმელების მწარმოებელ კომპანიებს, როგორიცაა ავსტრიაში დაფუძნებული Red Bull და Monster Beverage.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები