ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ფოკუსირებული სტარტაპის, Perplexity AI-ის საბაზრო შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულამდე, 20 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ბოლოს გამართული საინვესტიციო რაუნდის დროს, სტარტაპმა დამატებით 200 მილიონის მოზიდვა შეძლო, ამ პერიოდში კი მისი კაპიტალიზაცია სწორედ $20 მილიარდი იყო.
აღსანიშნავია, რომ სტარტაპი საინვესტიციო რაუნდებს ორ თვეში ერთხელ მართავს და ინვესტორებისგან მოზიდულ თანხას ზრდა-განვითარებაზე ხარჯავს.
ცხადია, Perplexity ზარალიანი კომპანიაა და მას ოპერირების გაგრძელებისათვის მუდმივი ფინანსური დახმარება სჭირდება, ისევე როგორც ყველა სხვა AI-სტარტაპს.



























