მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, შესაძლოა, გაუქმდეს

5af5336cf0637
მეგი კავთუაშვილი
11.05.18 10:05
843
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა უქმდება, მის ნაცვლად კი ახალი ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება. ცვლილება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შედის. სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის წესზე საქართველოს პარლამენტში დღეს იმსჯელებენ. პროექტის ინიციატორები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არიან.

პროექტის თანახმად, პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორს 6 წლის ვადით აირჩევს. პარლამენტთან მისი ურთიერთობის წესები კი შემდეგნაირად განისაზღვრება:
სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები