თანამედროვე სამყაროში პერსონალური მონაცემები ციფრული ეპოქის მთავარ ვალუტას წარმოადგენს. თითოეულ წუთს თუ წამს, ჩვენ ვტოვებთ ჩვენი პირადი ისტორიის, განწყობის, გემოვნებისა თუ მოქმედებების ციფრულ ანაბეჭდს, რაც შესაძლოა, ცნობილი გახდეს ჩვენთვის არასასურველი პირებისათვის ან სრულებითაც, ჩვენ საზიანოდ იქნეს ბოროტად გამოყენებული.
2023-2024 წლები გარდამტეხია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით. 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა ინტენსიური მუშაობისა და განხილვების შემდეგ, მიიღო ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. კანონი ემსახურება საქართველოში მონაცემთა დაცვის თანამედროვე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას, რისთვისაც სამაგალითო რეგულაციას ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაცია - იგივე GDPR წარმოადგენს. რეგულაცია კი თავის მხრივ, დაკავშირებულია უამრავი ახალი ვალდებულებისა და მექანიზმის ამოქმედებასთან.
სტუმრები: ლანა პაიჭაძე - იურიდიული კომპანია Contractor-ის ხელმძღვანელი;
კახაბერ გოშაძე - მონაცემთა დაცვის ექსპერტი, Contractor-ის მოწვეული ტრენერი;
დავით ყარაშვილი - მონაცემთა დაცვის ექსპერტი, Contractor-ის მოწვეული ტრენერი;