პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ახალი რედაქცია გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებთ კომპანიებს, (მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულებას), რომელთა პრაქტიკული განხორციელება სავალდებულოა 2024 წლის 1 ივნისიდან. გუშინ ამ საკითხზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ორგანიზაციებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებათა პრაქტიკული დანერგვის საკითხებზე. რას ფიქრობს მსხვილი ბიზნესი საკანონმდებლო ვალდებულებების თაობაზე, რა არის პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის ფუნქციები, და რაზეა ის პასუხისმგებელი?
სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი მირიანაშვილი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელი;