მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პერსონალური ინფლაციის კალკულატორი - საქსტატი მოსახლეობას ხარჯებს დაუთვლის

58d2637c9ea96
BM.GE
22.03.17 15:42
2299
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროგრამის - პერსონალური ინფლაციის კალკულატორის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი დაუშვილმა სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, ახალი პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიანგარიშოს ინფლაციის დონე პირადი ხარჯების სტრუქტურის გათვალისწინებით. მისი თქმით,პერსონალური ინფლაციის კალკულატორის პროგრამა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შემდეგ (მაგ: აშშ, ავსტრია, ჰოლანდია და სხვ ) საქართველოშიც დაინერგა.

“აღსანიშნავია, რომ პერსონალური ინფლაციით დათვლილი შედეგი შესაძლებელია არსებითად განსხვავდებოდეს ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლისგან. რადგან ინფლაცია ქვეყანაში არსებული ფასების ზოგად მაჩვენებლებს ზომავს, ხოლო პერსონალური ინფლაცია იანგარიშება კონკრეტული მომხმარებლისთვის პრიორიტეტული საქონლის ფასების ცვლილების მიხედვით. პერსონალური ინფლაციის კალკულატორი საქსტატის ვებ-გვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის”, - განმარტავენ საქსტატში.

საჯარო ბილიოთეკაში გამართულ ღონისძიებას საქსტატის ხელმძღვანელობასთან ერთად მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები