მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ახალი საკანონმდებლო ცვლილება - სად არის პრობლემები?

მარტიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდება, რომლის მიზანიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მონაცემთა სუბიექტის უფლებების გაზრდაა.

იცვლება ტერმინოლოგია - იზრდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობაც. კანონი ახლებურად განმარტავს ტერმინს „მონაცემთა სუბიექტის თანხმობა“, „აუდიომონიტორინგი,“ ფართოდ ყალიბდება „პირდაპირი მარკეტინგის“ განმარტება, ამასთან მნიშვნელოვანია ისეთი ახალი საკითხები, როგორიც არის „პროფაილინგი“. „ფსევდონიმიზაცია“ და ა.შ.

გარდა ტერმინოლოგიური სიახლეებისა, ახალი კანონი პრინციპის დონეზე განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების „გამჭვირვალობას“. აღნიშნულ პრინციპს უდიდესი მნიშვნელობა აქვს უფლების დაცვისა და რეალიზაციის თვალსაზრისით მონაცემთა სუბიექტისთვის. ფიზიკური პირისთვის ნათელი და გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ მუშავდება ან იგეგმება მისი მონაცემების დამუშავება. გამჭვირვალობის პრინციპი მოითხოვს, რომ მონაცემთა სუბიექტებისათვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საჯარო და რიგ კერძო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება. - თუმცა ამ უკანასკნელთან დაკავშირებით რიგი საკითხები ბუნდოვანია.


სტუმარი: ნინო ყველაიძე - "გრანთ თორთონ საქართველოს" იურიდიული დეპარტამენტის იურისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები