მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პერუს პრეზიდენტი იმპიჩმენტით გადააყენეს - რა გახდა მიზეზი?

პერუ

პერუს პრეზიდენტი, დინა ბოლუარტე ქვეყნის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ იმპიჩმენტის გზით თანამდებობიდან გადააყენა. აღსანიშნავია, რომ თანამდებობიდან მის გაშვებას მხარი არამარტო მემარცხენე უმრავლესობის, არამედ მემარჯვენე კონსერვატორების დიდმა ნაწილმაც დაუჭირა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად 87 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, ინიციატივას კი მხარი 124-მა პოლიტიკოსმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ ბოლუარტეს გადაყენების წინააღმდეგი მხოლოდ 6 დეპუტატი იყო.

რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებას, პერუეული პოლიტიკოსები მას ქვეყანაში კრიმინალის წინააღმდეგ არაჯეროვან ბრძოლაში და კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ. ცნობისთვის, ოქტომბრის პირველ რიცხვებში პერუს პროკურატურამ გამოავლინა, რომ პრეზიდენტს გაურკვეველი წარმოშობის ათობით ათასი დოლარის ძვირფასეულობა, მათ შორის, Rolex-ის ფირმის საათები ჰქონდა. აღნიშნულ საქმეს Rolexgate-ი დაერქვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლუარტეს გადაყენების მსურველ პოლიტიკოსებს ზურგს უმაგრებდა მოსახლეობის განწყობაც. ბოლო გამოკითხვებით, პრეზიდენტის დადებითი რეიტინგი 1-ნიშნა რიცხვებამდე ჩამოვიდა. ცნობისთვის, დინა ბოლუარტე მოსახლეობას პირდაპირი წესით პრეზიდენტად არ აურჩევია. ის თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც პრეზიდენტ პედრო კასტილოს ლიკვიდაციის მცდელობა აღიკვეთა. მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა და ის ვიცე-პრეზიდენტს, ბოლუარტეს დაუთმო. აღსანიშნავია, რომ იმპიჩმენტით გადაყენებული პრეზიდენტი ქვეყანას 2022 წლის დეკემბრიდან მართავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები