მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პესიმისტურად ვუყურებ, რომ კომერციული დესპანის ინსტიტუტი იქნება ის ჯადოსნური ჯოხი, რომლის მოქნევითაც სიტუაცია შეიცვლება"

5d4d7a928451d
ლიკა გურაბანიძე
09.08.19 19:10
750
„ჩვენი მთავრობის არათანმიმდევრულობა არის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ეკონომიკური განვითარების სტაგნაციის და შესაბამისად,  ცოტა პესიმისტურად ვუყურებ იმას, რომ ეს იქნება ის ჯადოსნური ჯოხი, რომლის მოქნევითაც სიტუაცია შეიცვლება“ - ამის შესახებ „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა კომერციული დესპანების საჭიროებაზე საუბრისას განაცხადა.

ზურაბ კაჭკაჭიშვილი კომერციული დესპანის ინსტიტუტის შემოღებაზე იმედებს არ ამყარებს.

„ეკონომიკური ატაშე მთლიანობაში ეკონომიკის წარმომადგენელი უნდა იყოს და უნდა ამყარებდეს კონტაქტებს, ასევე ხელს უწყობდეს ურთიერთობებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი საელჩოში ვერ შეძლებს ჩაანაცვლოს ბიზნეს წრე, რომელიც მუშაობს და რომელიც იღწვის იმისთვის, რომ თავისი საქმიანობის არეალი გააფართოვოს.

მე ზოგადად დიდი იმედს არ დავამყარებდი ამ ინსტიტუტის შემოღებაზე. საქმე იმაშია, რომ ასეთი ინსტიტუტები ბევრ საელჩოს აქვს, ასევე აქვთ თავისი სავაჭრო წარმომადგენლობები. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ატაშეების ყოლა ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო.

დიდი ხანი გავიდა და ისევ არაფერი შეცვლილა. ჩვენი მთავრობის არათანმიმდევრულობა არის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ეკონომიკური განვითარების სტაგნაციის და შესაბამისად, ცოტა პესიმისტურად ვუყურებ იმას, რომ ეს იქნება ის ჯადოსნური ჯოხი, რომლის მოქნევითაც სიტუაცია შეიცვლება“ - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.  


ცნობისთვის: მთავრობა რომ კომერციული ატაშეების ინსტიტუტს შექმნიდა, ეს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2016 წლის 13 ივნისს, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე დაანონსა. სამი წლის განმავლობაში - 2016 წლიდან 2019 წლამდე მინისტრების ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა მთავრობის „გემოვნება“ კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შესახებ. ბოლო ინფორმაციით, კომერციული ატაშეს ნაცვლად პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური დესპანები უნდა დაინიშნოს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დესპანების პოსტზე კანდიდატები უკვე შერჩეულია, თუმცა მათი ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები