კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მიმდინარეობს გზების ძიება, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის მიერ ნავთობის სექტორისთვის დაწესებულ სანქციებს, მინიმალური გავლენა ჰქონდეს. პესკოვის განცხადებით, არსებულმა ვითარებამ არაერთხელ აჩვენა, რომ "ენერგომატარებლების მიწოდების წყაროებს ასე უბრალოდ ვერ გადაჭრი".
"ამიტომ მოძიებული იქნება გზები იმისთვის, რომ სანქციების შედეგები მინიმალური იყოს", - ამბობს პესკოვი.
აშშ-მა რუსეთის ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს სანქციები 10 იანვარს დაუწესა. ახალი სანქციების სამიზნეა Gazprom Neft-ი და Surgutneftegas-ი ასევე 183 ხომალდი, რომლებსაც რუსეთის ნავთობი და ნავთობპროდუქტები უცხოეთის ბაზრებზე გააქვთ. სანქციების მიზანია რუსეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან შემოსავლები შეუმცირდეს.