მავნე ნივთიერებების გავლენა გარემოზე უარყოფითად აისახება, დაბინძურებული გარემო პრობლემურია ყოველდღიურობაში თუმცა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს მხოლოდ ბუნებაში გატყორცნილი მავნე ნივთიერებები არ ქმნის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო 1 ჰექტარზე გამოყენებული პესტიციდების რაოდენობით მოწინავე პოზიციაზეა. FAO-ს შეფასებით, 2020 წელს საქართველომ ერთ ჰექტარზე ყველაზე მეტი - 6,26 კგ. პესტიციდები გამოიყენა, მაშინ როცა მსოფლიოში პესტიციდების გამოყენების საშუალო მაჩვენებელი ჰექტარზე 1.8 კგ-ია. ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, ერთ ჰექტარზე 1,74 კგ. პესტიციდი გამოიყენა მოლდოვამ, 1,27 კგ. სომხეთმა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებმა ერთ ჰექტარზე 1 კგ.-ზე ნაკლები პესტიციდები გამოიყენეს. ამ მხრივ, ყველაზე მდგრადი სოფლის მეურნეობა აზერბაიჯანს ჰქონდა, სადაც მისი მოხმარება ჰექტარზე 0,23 კგ.-ს შეადგენს.