მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პეტერ ფიშერის მიმართ ხელისუფლების უსაფუძვლო ბრალდებები მიუღებელია და უნდა შეწყდეს - გერმანიის საგარეო

გერმანიის საგარეო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტროში საქართველოს დროებითი რწმუნებული დაიბარეს. სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიმართ უნდა შეწყდეს.

„დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა. ჩვენ მკაფიო გზავნილი გადავეცით, საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს", - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.

24 სექტემბერს, გერმანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ელჩს შეახსენა, რომ დიპლომატებს ვენის კონვენციის თანახმად, არ აქვთ უფლება ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ამას გარდა, გამოხატეს შეშფოთება ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისა და სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობებზე, მათ შორის ელჩების მონაწილეობაზე ამ პროცესებში. საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე ელჩმა "ტვ პირველს" უთხრა, რომ დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა და ეს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში პირველი შემთხვევაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები