მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პეტიცია "მესამე ლოქდაუნის თავიდან ასაცილებლად" - EPRC-ის და ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის ინიციატივა

6064b0d9d6fcd
BM.GE
31.03.21 21:26
515
ხვალ, 1 აპრილს 12 საათზე სასტუმრო „სტამბა“-ს „ლობი ბარში“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით გავრცელდება პეტიცია „მესამე „ლოქდაუნის“ თავიდან ასაცილებლად“.

პეტიციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების პარალელურად, მნიშვნელოვანია სხვა ღონისძიებების გატარება, რომლებიც ამ გაზაფხულის განმავლობაში ეფექტს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის ჩაკეტვის გარეშეც მოგვცემდა და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავენ.

პეტიციის ხელმომწერები არიან დავით გზირიშვილი - მმართველი პარტნიორი, Consultiin Group Curatio Sarl (Geneva, Switzerland); გიორგი გოცაძე - საერთაშორისო ფონდი „კურაციო“, პრეზიდენტი; ნინო ევგენიძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, აღმასრულებელი დირექტორი; იაგორ კალანდაძე - ილიას სახ. უნივერსიტეტის პროფესორი, "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" -ს მმართველი პარტნიორი; ვახტანგ კალოიანი - კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიუ ჰოსპიტალსი; ნინო კიკნაძე - სამართლის და სახელმწიფო მართვის მაგისტრი; ნინო მირზიკაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ვახტანგ სურგულაძე - ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი, "ლელო საქართველოსთვის" ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი; ანდრია ურუშაძე - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯანდაცვის ექსპერტი; სერგო ჩიხლაძე - მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი; ქეთევან ჩხატარაშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი; ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი; ქართველ ექიმთა ასოციაცია, ექიმები გიორგი კამკამიძე, კლინიკა ‘ნეოლაბის“ დირექტორი; მიხეილ დოლიძე, შპს "მეგალაბის" დირექტორი; ანა ბოქოლიშვილი - კავკასიის მედიცინის ცენტრი; თიკო ცომაია-ჯიპა; პეტიციას ასევე ხელს აწერენ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის წარმომადგენლები და სხვები. პეტიცია ღიაა და მასზე ხელმოწერა ყველა მსურველს შეუძლია.

პეტიციის შინაარსს ავტორები თავად გააცნობენ მედიას და იქვე დააფიქსირებენ ხელმოწერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები