პირველად საქართველოში, მსოფლიოში ცნობილი პრემიალური ბრენდი PULLMAN-ის სასტუმროს ტიპის რეზიდენციები შავიზღვისპირეთში, ციხისძირის სანაპიროზე აშენდება და დილიდან BMG-ის სტუდიიდან ამ ამბავს გიყვებით. პეტრა ჯგუფი, მისი ზღვისპირა პროექტი Petra Sea Resort-ის ფარგლებში, იწყებს PULLMAN- ის ბრენდის სასტუმროსა და რეზიდენციების კომპლექსის მშენებლობას. გასულ წელს, პეტრა ჯგუფსა და ACCOR-ს შორის კონტრაქტი გაფორმდა, მას შემდეგ კი რაც მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა, პროექტი ოფიციალურად გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ PULLMAN-ის ბრენდული რეზიდენციების შეძენის მსურველებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, დაჯავშნონ სასურველი რეზიდენცია.
სტუმარი: თინათინ კალანდარიშვილი - Petra Group-ის პროექტების ხელმძღვანელი;