პეტრა სი რეზორტი ციხისძირში, ბათუმიდან 15 კილომეტრში მდებარე მრავალფუნქციური საცხოვრებელი და საინვესტიციო კომპლექსია, რომელიც 20 ჰექტარზე გაშენდება და საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, რეზიდენციებს, 30-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს, კერძო სანაპიროსა და მრავალფეროვან სარეკრეაციო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. სწორედ პეტრა სი რეზორტმა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სასტუმროების ოპერატორთან - აკორთან ხელშეკრულება გააფორმა. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპლექსში პულმანის ბრენდის საინვესტიციო აპარტამენტები და რეზიდენციები აშენდება. ინფორმაციისთვის: Accor მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ოპერატორი, კომპანიაა, რომელიც 5 400-ზე მეტ სასტუმროს 110-ზე მეტ ქვეყანაში მართავს. ჯგუფის მრავალფეროვანი პორტფელი 40-ზე მეტ სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროს ბრენდს მოიცავს. რატომ არის ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი, როდის დაიწყება პროექტის განხორციელება და რას გააერთიანებს ის?