ციხისძირში მალე სრულიად განსხვავებული კონცეფციის ტურისტული ცენტრი გაჩნდება. ბათუმიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში უნიკალური პროექტი ხორციელდება. საუბარია პეტრა სი რეზორტზე - საცხოვრებელ და საინვესტიციო კომპლექსზე, რომელმაც ბრენდული სასტუმროები, ბრენდული რეზიდენციების ბლოკი, სასტუმრო ტიპის საინვესტიციო აპარტამენტები - ჯამში 42 შენობა და სხვადასხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურა უნდა გააერთიანოს. პროექტს უდიდესი მასშტაბები აქვს, ციხის ძირში 236 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს - სწორედ მისი მასშტაბებიდან გამომდინარე კომპლექსის მართვას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანია სჭირდება, რისთვისაც პეტრა სი რეზორტმა საქართველოს ბაზარზე Valor hospitality international შემოიყვანა და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.