მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პეტრას ციხის რეაბილიტაცია იგეგმება - ბიუჯეტი 1 750 000 ლარია

5d6fd7ec64e3e
BM.GE
04.09.19 19:25
931
პეტრას ციხე, რომელიც არის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მალე ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი გახდება,- ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, კაფე, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი.

"უახლოეს დღეებში პეტრას ციხეზე ჩვენ ვიწყებთ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, რაც მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული ტურისტებზე. გაჩნდება ახალი სივრცეები. პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი," - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები დასრულდება 2020 წელს, პროექტის ბიუჯეტი კი 1 750 000 ლარია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები