მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Peugeot-ს ახალი დირექტორი ჰყავს

Peugeot - პეჟო

ფრანგულ ავტოკონცერნ Peugeot-ს ახალი დირექტორი ჰყავს - პეჟოების ოჯახის საკუთრებაში არსებულ კომპანიას, ამიერიდან იურისტი ნიკოლას უე უხელმძღვანელებს, რომელსაც, ამ დრომდე კერძო კაპიტალის ფრანგულ კომპანია Eurazeo-ში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. ფრანგულ ავტოგიგანტ კომპანიას ნიკოლას უე ფრედერიკ ბანზესთან ერთად უხელმძღვანელებს - ეს ადამიანი პეჟოების ოჯახის წევრია და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს.

დირექტორის თანამდებობაზე ნიკოლას უე ტიერი მაბილ დე პონჩევილს შეცვლის, რომელიც ავტომწარმოებელ კომპანიას 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

პეჟოების ინდუსტრიული დინასტია სათავეს 1810 წელს იღებს, როცა ოჯახის წინაპარმა ქარის წისქვილი ფოლადის საამქროდ გადააკეთა. მას შემდეგ, ოჯახმა ბიზნესი განავითარა და დღეს, საფრანგეთის ინდუსტრიულ დინასტიებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, როგორც გავლენის, ასევე ქონების კუთხით. პირველი ავტომობილი კი, Peugeot-მ 1889 წელს გამოუშვა.

ათიოდე წლის წინ, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მეტად არასახარბიელო იყო, რის გამოც, კომპანია წაგებაზე მუშაობდა. ამ მდგომარეობამ ოჯახის სამ შტოს შორის დაძაბულობა გამოიწვია, რის შემდეგაც ფრანგული Peugeot იტალიურ Fiat Chrysler-ს შეერწყა და ბაზარზე ახალი კონგლომერატი - Stellantis-ი გამოჩნდა.

დღეს, Stellantis-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $56 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის რიგით მე-10 უმსხვილესი ავტომწარმოებელია მსოფლიოში.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები