მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ი მიმდინარე წლის ფინანსურ მოგებაზე მოლოდინს 13%-ით ამცირებს

covid19

ბიოტექნოლოგიური კომპანია Pfizer-ი მიმდინარე წლის ფინანსურ მოგებაზე პროგნოზებს 13%-ით ამცირებს. კომპანიის ინფორმაციით, "კოვიდვაქცინების" გაყიდვების მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებლის გამო, კომპანიას $3.5 მლრდ-ის ღირებულების ხარჯებისა და სამუშაო ადგილების შემცირება მოუწევს. 

Pfizer-მა რეკორდული შემოსავლები 2021-22 წლებში მიიღო. კომპანიის მოგებამ გასულ წელს $100 მლრდ-ს მიაღწია მას შემდეგ, რაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გერმანულ პარტნიორთან ერთად შექმნა. 2022 წელს მხოლოდ ვაქცინების გაყიდვიდან მიღებულმა მოგებამ $56 მლრდ-ს გადააჭარბა.

თუმცა 2021 წლიდან დღემდე ვაქცინაციის შემთხვევები უფრო და უფრო იკლებს და კოვიდის წინააღმდეგ იმუნიზაციაზე მოთხოვნა მცირდება. Pfizer-მა და სხვა კონკურენტმა კომპანიებმა განახლებული ვაქცინები რეალიზაციაში წელს ჩაუშვეს.

ფარმაცევტული კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის შემოსავალი, სავარაუდოდ, $58-61 მლრდ-ის ფარგლებში იქნება, რაც აქამდე პროგნოზირებად $70 მლრდ-ს ბევრად ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები