მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის და AstraZeneca-ს ორი დოზა კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მაღალეფექტიანია - კვლევა

60f92a1db6889
თათია კაკიაშვილი
22.07.21 12:36
1413
Pfizer-ის და AstraZeneca-ს ორი დოზა კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ისეთივე ეფექტიანია, როგორც ვირუსის წინა, ალფა ვარიანტის შემთხვევაში. ამის შესახებ „როიტერსი“ ბრიტანელ მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით წერს.

თუმცა კვლევაში აღნიშნულია, რომ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების ერთი დოზის მიღება დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც დღეს მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება, ნაკლებეფექტიანია. შესაბამისად, მეცნიერები მოქალაქეებს უფრო მაღალი უსაფრთხოებისთვის ორჯერად, ანუ სრულ აცრას ურჩევენ.

New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს მაისში გამოქვეყნებულ დასკვნებს Pfizer-BioNTech და Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ. დამატებით, კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer–ის ორი დოზა 88%-ით ეფექტიანია დელტას ვარიანტის სიმპტომური დაავადების თავიდან ასაცილებლად, ხოლო  ალფა ვარიანტისგან - 93,7%-ით იცავს. ამასობაში, AstraZeneca-ს ორი დოზა დელტა ვარიანტის შემთხვევაში 67%-ით ეფექტიანია, ხოლო ალფას შემთხვევაში - 74.5%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები