მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის ვაქცინა მცირეწლოვან მოზარდებში იმუნიტეტს უსაფრთხოდ აძლიერებს

61487fa34cdda
ნათია თაქთაქიშვილი
20.09.21 16:33
1338
Pfizer Inc.-ის და BioNTech SE-ის განცხადებით, მათმა ბოლო კვლევებმა ცხადყო, რომ ვაქცინა 5-იდან 11 წლამდე ბავშვების ასაკობრივ ჯგუფში იმუნიტეტს უსაფრთხოდ აძლიერებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ფარმაცევტული კომპანიები აცხადებენ, რომ სიახლე საზოგადოებას დაწყებითი კლასების ბავშვების ვაქცინაციისაკენ გზას გაუკვალავს.

Bloomberg-ის ცნობით, დაწყებითი კლასების ბავშვების იმუნიზაციის თემა აშშ-ში აქტუალური ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდანვე გახდა, რადგან ქვეყანაში დელტა ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები დღემდე მზარდია.

ფარმაცევტული კომპანიები აცხადებენ, რომ კლინიკურ კვლევებში 2,268 ბავშვი მონაწილეობდა, რომლებსაც, დაახლოებით, ვაქცინის 10 მიკროგრამი ორჯერ გაუკეთდათ. როგორც Pfizer-სა და BioNTech-ში ამბობენ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფშიც ანალოგიური თანმდევი ეფექტები გამოვლინდა, როგორც - მოზრდილებში.

ამდენად, Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ ავტორიზაციის მისაღებად, უახლოეს მომავალში, როგორც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციაში, ასევე ევროპის წამლის სააგენტოში მონაცემების წარდგენას გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები