მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-მა გაყიდვების სრული წლის პროგნოზი $7 მილიარდით შეამცირა

Pfizer

Pfizer-ისა და გერმანელი პარტნიორის BioNTech-ის აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც აშშ-ის წამლების მწარმოებელმა თავისი COVID-ვაქცინის სრული წლის გაყიდვების პროგნოზი შეამცირა.

13 ოქტომბერს Pfizer-მა თავისი ანტივირუსული მკურნალობის Paxlovid-ის გაყიდვების ჯამური რიცხვი შეამცირა. Reuters-ის ცნობით, კომპანიაში ამბობენ, რომ გაყიდვების მაჩვენებელი პროგნოზირებულზე $7 მილიარდით ნაკლებია, ხოლო ვაქცინაზე, რომელიც კომპანიამ BioNTech-თან ერთად შექმნა, დაახლოებით $2 მილიარდით ნაკლები.

Pfizer-მა განაცხადა, რომ მესამე კვარტალში კომპანიის ხარჯი $5,5 მილიარდი იქნება - $4,6 მილიარდი Paxlovid-ისთვის ინვენტარის ჩამოწერისთვის, ხოლო $900 მილიონი ვაქცინების ჩამოწერისთვის.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები