"Pfizer-ის განცხადებით, კომპანია ჩინურ ბიო-ფარმაცევტულ კომპანია 3SBio Inc-თან $6 მილიარდიან გარიგებაში შევა, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნას, წარმოებას და კომერციალიზაციას შეეხება" - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
Pfizer-ის თანახმად, ჩინეთში მიმდინარე რამდენიმე კლინიკური კვლევის ფარგლებში, მედიკამენტი უკვე იტესტება ფილტვის კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბოსა და გინეკოლოგიური სიმსივნური წარმონაქმნების წინააღმდეგ. 3SBio-მ კვლევის მესამე ფაზა მიმდინარე წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს.
გაფორმებული გარიგების ფარგლებში, ჩინური ფარმაკომპანია Pfizer-ისგან $1.25 მილიარდს პირდაპირი წესით მიიღებს, წამლის დეველოპმენტთან, რეგულაციებზე მორგებსა და კომერციულ მიღწევებთან დაკავშირებული წარმატებების ფონზე კი დამატებით $34.8 მილიარდამდე შემოსავლის მიღება შეეძლება. დადასტურების შემთხვევაში, 3SBio შემოსავალს მედიკამენტის გაყიდვებიდანაც მიიღებს.
Pfizer-ის განცხადების შემდეგ 3SBio-ს აქციები ჰონკონგში 52%-ით გაძვირდა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
Pfizer ასევე გეგმავს, ჩინურ კომპანიაში $100 მილიონიანი ინვესტიცია კაპიტალის შესყიდვის გზით ჩადოს. 3SBio ჩინურ მარკეტზე რამდენიმე მიმართულების მედიკამენტებითაა წარმოდგენილი. გარიგება კი კიდევ ერთი დადასტურებაა უფრო ფართო ტენდენციის, რომელშიც უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიები ჩინურ ფირმებთან პარტნიორდებიან მედიკამენტების წარმოების გაძლიერების მიზნით.