მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-მა მეორე კვარტალში $7.8 მილარდის COVID-ვაქცინა გაყიდა

6101590b26e9b
ნათია თაქთაქიშვილი
28.07.21 22:20
885
ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ კომპანიამ მეორე კვარტალში 7.8 მილიარდი დოლარის ღირებულების COVID-ვაქცინა გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

ამასთან, კომპანია მიმდინარე წლის ბოლოს 33.5 მილიარდი დოლარის შემოსვლას ელოდება ნაცვლად ადრე ნავარაუდები 26 მილიარდი დოლარისა. შემოსავლების ზრდადობის კუთხით დაკორექტირება „ბუსტერი დოზების“ დამატების აუცილებლობით აიხსნება.

„მეორე კვარტალი გაყიდვების მხრივ კომპანიისთვის შესანიშნავი გამოდგა, რადგან მილიარდ დოზაზე მეტი ვაქცინის რეალიზაცია მოვახდინეთ გლობალურად. მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოს ვეხმარებით კორონავირუსის დამარცხებაში,“ - განაცხადა Pfizer-ის ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ.

გამოცემა წერს, რომ ფარმაცევტულ კომპანიას შემოსავლები გაზრდილი აქვს სხვა სეგმენტებიდანაც, მაგალითად ონკოლოგიის ნაწილში ზრდამ 19% შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3.1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო ჰოსპიტალური სეგმენტიდან ზრდამ 21%-ი შეადგინა და 2.2 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები