Pfizer მიმდინარე წლის ბოლოს კომერციულ ბაზარზე გადასვლას დაიწყებს და თავის Covid ანტივირუსული პრეპარატის Paxlovid-ს კურსზე $1,390-ად შეაფასებს, ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
Pfizer-ის სპიკერმა 18 ოქტომბერს დაადასტურა ფასი, რომელიც პირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. აღნიშნული ფასი ორჯერ მეტია $529-ზე, რომელიც ფედერალურმა მთავრობამ Paxlovid-ისთვის გადაიხადა.
ექიმებმა, ჯანდაცვის ექსპერტებმა და პაციენტების დამცველებმა მაღალ გასტან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. მათი თქმით, მაღალი ფასი მკურნალობაზე წვდომას შეზღუდავს.
Pfizer-მა განაცხადა, რომ ის მუშაობს გადამხდელებთან, რათა პაციენტებისთვის გადასახადები შეამციროს.
„როგორც ყოველთვის, Pfizer-ის მიზანია უზრუნველყოს ფართო და თანაბარი ხელმისაწვდომობა ჩვენს მედიკამენტებზე. ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ გადამხდელებთან, რათა მივაღწიოთ Paxlovid-ის ფორმულირების საუკეთესო შესაძლო განთავსებას, და შევუმსუბუქოთ პაციენტებს გადასახადები”, - განუცხადა კომპანიის სპიკერმა CNBC-ს.
კომპანიამ 13 ოქტომბერს ასევე განაცხადა, რომ Paxlovid-ისგან შემოსავალი 7 მილიარდი დოლარით ნაკლები იქნება, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია ფედერალური მთავრობის მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის ეტიკეტირებული დოზების დაბრუნების გამო.
საერთო ჯამში, 2023 წლისთვის Pfizer 58-იდან 61 მილიარდ დოლარამდე გაყიდვებს ელოდება, ეს რიცხვი წინა პროგნოზებში 67-იდან 70 მილიარდ დოლარს შეადგენდა.