Esports-ის ღონისძიებების უმსხვილესმა ორგანიზატორმა PGL-მა ვიდეო თამაშ Dota 2-ის ტურნირების მარათონი დააანონსა, რომელიც 2024-იდან 2026 წლის ჩათვლით 8 ახალ ტურნირს მოიცავს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი მილიონი დოლარი იქნება.
პირველი და მეორე ჩემპიონატი PGL Wallachia, რუმინეთში 10-იდან 19 მაისის ჩათვლით და 15-იდან 24 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ორგანიზაციის ასეთი გაფართოება ადასტურებს PGL-ის ურყევ ერთგულებას და Dota 2-ის Esports-ის სცენაზე მდგრადობის უზრუნველყოფას. მოცემული ტურნირის ღია საკვალიფიკაციო ეტაპი 21 მარტიდან დაიწყება.
ცნობისთვის, PGL Dota 2-ის ტურნირებს 2016 წლიდან მასპინძლობს, რომელთა შორის ყველაზე ყურებადი, 842 ათასზე მეტი მახველით 2017 წლის კიევის მეიჟორი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ PGL გლობალურ Esports ინდუსტრიაში, სხვა ორგანიზაციებისგან საკუთარი დამოუკიდებელი ჩემპიონატების ორგანიზებით გამოირჩევა, რომელიც დაცლილია ყოველგვარი სამთავრობო ინვესტიციებისგან.