მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Philip morris-ს და მსგავს კომპანიებს მონოპოლია აქვთ"

5bd2d606b3443
BM.GE
26.10.18 12:52
1724
ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კომპანია philip morris-ს და თამბაქოს სხვა მწარმოებლებს მონოპოლია აქვთ ბაზარზე. როგორც ივანიშვილი ამბობს, მსგავს კომპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივ წარმოებაზე დაბალ ფასად შეაქვთ თამბაქო, რითიც ადგილობრივ წარმოებას ზიანს აყენებენ.

„ეს დიდი კორპორაციები, - ფილიპ მორისი და მათი მსგავსი, ეგენი არიან თუ არიან, პრინციპში. მთელ მსოფლიოში აქვთ გავრცელებული, - მონოპოლია აქვთ რეალურად. სახელწმიფოში შედიან, ადგილობრივ მწარმოებელზე იაფად. მანამ აიაფებენ პროდუქციას სანამ არ დაიხურება ადგლობრივი წარმოება. შემდეგ სიაგრეტის ფასს აწევენ, ეს არის ხელწერა და მე არ მეშინია ამაზე საუბრის. ადგილობრივი წარმოების გაზრდა ამიტომ მინდოდა რომ ამ კორპორაციებს შებრძოლებოდნენ“, - ამბობს ივანიშვილი

(სტილი დაცულია)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები