მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber-ი საკომისიოს სქემას ცვლის - "150 ლარზე ძვირიან ყველა პროდუქტზე საკომისიო მცირდება"

646bb7187eef2
BM.GE
22.05.23 22:15
753
სამოსისა და აქსესუარების გაყიდვების ქართული პლატფორმა Phubber-ი საკომისიოს სქემას ცვლის.

მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ 100 ლარამდე ღირებულების ნივთებზე ფიქსირებული საკომისიო იყო 20 ლარი, ახლა შეიცვალა და 200 ლარამდე ნივთებზე ფიქსირებული საკომისიო იქნება 30 ლარი. 200 ლარიდან 400 ლარამდე ნივთების ღირებულებას საკომისიო სახით დაემატება არა აქამდე არსებული 20%, არამედ 15%. 400 ლარიდან 1000 ლარამდე საკომისიო 12% იქნება, ხოლო 1000 ლარიდან ზემოთ საკომისიო 10% გახდა.

150 ლარამდე პროდუქციაზე შესაძლოა DIRECT SHIPING-ის არჩევა, ანუ ნივთი "ფაბერში" არ მიდის, პირდაპირი გამყიდველი გიგზავნის, არ მოწმდება ავთენტურობაზე და ნივთის ღირებულებას 15 ლარი დაემატება. იმ შემთხვევაში თუ DIRECT SHIPING-ს არ აირჩევთ, ემატება 30 ლარი.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ შედარებით დაბალფასიან სეგმენტზეც, მინიმალური საკომისიო შეგვენარჩუნებინა. სტანდარტული სერვისის შემთხვევაში ერთი ოპერაციის შესრულებას ჭირდება 7 სხვადასხვა ნაბიჯი, ყველას თავისი ასოცირებული ხარჯი აქვს, რომელიც მაღალი ინფლაციის პირობებში მატულობს. ესენია: თანხის ჩამოჭრა (2% საკომისიო); ნივთის ოფისში მოტანა; ხარისხის კონტროლი; აუთენთიკაცია; შეფუთვა; ნივთის მყიდველთან მიტანა; თანხის გამყიდველისთვის ჩარიცხვა აქაც საკომისიოა.

იმისათვის, რომ დაბალფასიან ნივთებზე გვქონოდა 20 ლარიანი საკომისიო, გვიწევდა გვქონოდა მაღალი 20%-იანი საკომისიო შედარებით ძვირადღირებულ ნივთებზე და რეალურად ვასუბსიდირებდით დაბალფასიან ნივთებს შედარებით მაღალფასიანი ნივთების ხარჯზე. ეს არც ეკონომიკურად გამართლებულია, არც სამართლიანი და არც ჩვენ ღირებულებებში ჯდება ბოლომდე, ვინაიდან "ფაბერის" მთელი იდეოლოგია მასმარკეტ პროდუქციის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც არის დაბალფასიანი პროდუქციის ძირითადი ნაწილი. თუმცა ბევრი თქვენგანი ყიდულობს ამ საფასო სეგმენტში ნივთებს და ამის გაუთვალისწინებლობაც არ გამოვიდოდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე აპლიკაციაში შევიტანეთ შემდეგი ორი ცვლილება:

1.შეიცვალა სტანდარტული საკომისიო სქემა და იქნება შემდეგნაირი:

200 ლარამდე - ფიქსირებული საკომისიო 30 ლარი
200-დან 400 ლარამდე იქნება 15% ნაცვლად 20%-სა
400-დან 1000 ლარამდე იქნება 12% ნაცვლად 20%-სა
1000 ლარს ზემოთ იქნება 10 % ნაცვლად 20%-სა. შედეგად 150 ლარზე ძვირიან ყველა პროდუქტზე საკომისიო მცირდება.

2. გვესმის, რომ დაბალფასიან ნივთებზე 30 ლარიანი საკომისიო მაღალია, მაგრამ 20 ლარიანი საკომისიო ვერ ფარავს მათ ხარჯს და არის წამგებიანი სტანდარტული სერვისის შემთხვევაში.

ამიტომ შევქმენით მუდმივი პრომოკოდი DIRECT რომელიც იმოქმედებს 150 ლარამდე პროდუქციაზე და მისი მითითებით საკომისიოს დააკლდება 15 ლარი.
ამ პრომოკოდის გამოყენების შემთხვევაში ნივთი არ მოვა "ფაბერში" და არ გაივლის ხარისხის კონტროლს, ის გამყიდველისგან პირდაპირ მივა მყიდველთან. ჩვენი გუნდი მხოლოდ ონლაინ სკრინინგს გააკეთებს.

რომ შევაჯამოთ... ყველა ნივთზე, რომელიც არის 150-ლარზე ძვირი, საკომისიო გიმცირდებათ. იმ ნივთებზე, რომლებიც 150 ლარზე იაფია, სტანდარტული სერვისის (ხარისხის კონტროლი, აუთენთიკაცია, შეფუთვა) საკომისიო იქნება 30 ლარი, რომ ტრანზაქცია მინიმუმ წამგებიანი არ იყოს გაქვთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლოთ პირდაპირი მიწოდების სერვისით და დაზოგოთ 15 ლარი 150-ლარამდე ნივთებზე, უბრალოდ ამ ნივთებს ფიზიკურად ვერ შეგიმოწმებთ. ეს ცვლილებები აუცილებელია "ფაბერის" გრძელვადიანი განვითარებისთვის და იმედი გვაქვს ყველას ინტერესი დაბალანსებულად გავითვალისწინეთ", - წერია განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები