მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი სერიოზული შეცდომაა" - მიხაელ როთი

მიხაილ როთი

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი აცხადებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი სერიოზული შეცდომაა. როგორც როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის ლეგიტიმაცია.

„პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი სერიოზული შეცდომაა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული არჩევნების შედეგად გამოჩენილი არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის ლეგიტიმაცია. ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და ეუთომ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები უნდა მოითხოვონ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!“ , - წერს როთი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა საქართველოში დელეგაციის ვიზიტს 8-10 იანვარს გეგმავს. დაგეგმილ ვიზიტს აკრიტიკებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე და ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსიც. იუკნევიჩიენეს თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო. კოლსის თქმით კი, "ვიზიტი კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები