მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პიანო ფესტის" გამო ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ორბელიანის მოედანი

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ივნისს „პიანო ფესტის“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების გამო 27 ივნისის 23:00 საათიდან 29 ივნისის 04:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-ის ჩათვლით.

ავტომობილები ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე მოხვედრას სოლიკო ვირსალაძის ქუჩის გავლით შეძლებენ, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის, მშრალის ხიდისა და ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გავლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები