მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პიელ ნატურალსი“ ქუვეითში მაღაზიას ხსნის

pieli

ქუვეითში ქართული კოსმეტიკური ბრენდის, „პიელ ნატურალსის“ პირველი მაღაზია იხსნება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ბრენდის დამფუძნებელმა, თათუკა ლომაძემ განაცხადა. მან ამ ეტაპზე ზუსტად არ იცის, როდის გაიხსნება მაღაზია, ვინაიდან შერჩეული სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს.

„სულ მალე ქუვეითში ჩვენი პირველი მაღაზია გაიხსნება, ამჟამად სივრცე გარემონტების პროცესშია. იმისთვის, რომ მაღაზია მთლიანად შევავსოთ, პირველ ეტაპზე 100 ათასი დოლარის პროდუქციას გავაგზავნით“, - აღნიშნავს თათუკა ლომაძე.

მისივე თქმით, ქუვეითის ბაზარზე მუშაობის პროცესში, „პიელ ნატურალსის“ პროდუქციით პაკისტანი დაინტერესდა და 27 000 ერთეული პროდუქციაც უკვე გაიგზავნა.

ექსპორტის მიღმა, კომპანია საქმიანობას აგრძელებს და ასორტიმენტს აფართოებს საქართველოშიც. როგორც თათუკა ლომაძემ თქვა, ბრენდმა გაყიდვაში გამოუშვა ახალი შამპუნი, რომელიც საკმაო ინტერესს იმსახურებს.

„გარდა ექსპორტისა, ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ბრენდულ სასტუმროებთან თანამშრომლობაც და 3-წლიანი მუშაობის შედეგად, რამდენიმე დღეა გაყიდვაში ჩვენი შამპუნების ხაზიც ჩავუშვით. გვაქვს 4 სახეობის, უსულფატო, უსილიკონო, უპარაფინო და უმინერალო შამპუნი და იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ძვირად ღირებულ ინგრედიენტებს ვიყენებთ მის დასამზადებლად, ფასი საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი“, - განაცხადა თათუკა ლომაძემ.

ინფორმაციისთვის, “პიელ ნატურალსი" ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც საქართველოში უკვე თითქმის რვა წელია ოპერირებს და მომხმარებლებს თავის მოვლის ორგანულ საშუალებებს სთავაზობს. ცსაერთო ჯამში, კომპანია 150 სახეობის პროდუქციას აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები