CNN-ის ინფორმაციით, ორ პილოტს შორის მომხდარი „ძალადობრივი ინციდენტის“ გამო FlyDubai-ს თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივისკენ მიფრინავდა, იძულებული გახდა საუდის არაბეთში დაშვებულიყო.
დაპირისპირების დროს სავარაუდოდ, შემთხვევით მოხდა "გატაცების სიგნალის" ჩართვა, თუმცა ისრაელმა დაადასტურა, რომ ბორტზე მომხდარი ხომალდის გატაცება არ ყოფილა და "პერსონალური" ინციდენტი იყო.
ამ შემთხვევის გამო ისრაელის პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოების საკითხზე საგანგებო შეხვედრაც მოაწყვეს, განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ კი საჰაერო გამანადგურებლებიც აფრინდნენ. ამ დრომდე FlyDubai-ს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. თვითმფრინავი დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით ასრულებდა ფრენას და ბორტზე 150-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.
























