მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pink Floyd-ის ანიმაციის კონკურსში პირველი ადგილი ქართველმა რეჟისორმა აიღო

the dark side of the moon

Pink Floyd-ის ლეგენდარული ალბომის, The Dark Side of the Moon-ის გამოსვლიდან 50 წლის აღსანიშნავად, ბენდის მიერ გამოცხადებულ ანიმატორების კონკურსში I ადგილი ქართველმა რეჟისორმა, რატი დაბრუნდაშვილმა აიღო, Brain Damage-სთვის მომზადებული ვიდეოსთვის. ვიდეოზე დაბრუნდაშვილი მხატვარ ნასტასია ნიკიტინასთან ერთად იმუშავა.

კონკურსი Pink Floyd-მა გასული წლის ბოლოს გამოაცხადა, მასში მონაწილეობა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლო; საჭირო მხოლოდ The Dark Side of the Moon-ის 10 სიმღერიდან ნებისმიერი ერთისათვის მუსიკალური კლიპის შექმნა იყო. გამარჯვებულები კი ჟიურიმ შეარჩია.

გამარჯვებულებისთვის საპრიზო ფონდი £175 000-ით განისაზღვრა, საიდანაც £100 000-ს პირველადგილოსანი რატი დაბრუნდაშვილი მიიღებს, £50 000-ს დეივიდ ჰორნი Time-ისთვის შექმნილი ვიდეოსთვის, მესამე ადგილზე გასულ მონიკა ფიბის კი £25 000 გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები