ბრიტანულმა როკბენდმა Pink Floyd თავის მუსიკალურ კატალოგზე უფლებები Sony Music-ს $400 მილიონად მიყიდა. შეთანხმება, რომლის შესახებაც ინფორმაციას Financial Times ავრცელებს, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გარიგებაა და ბენდის ისეთ ალბომებს მოიცავს, როგორებიცაა Dark Side of the Moon, The Wall, Wish You Were Here, Animals, და სხვ.
შეთანხმების ფარგლებში Sony Music უფლებებს სტუდიაში ჩაწერილ ალბომებზე მოიპოვებს, საავტორო უფლებები კი ინდივიდუალურ ავტორებს დარჩებათ. $400-დოლარიანი გარიგება ბენდის სახელს, მერჩედაიზს და სხვა კომპონენტებს მოიცავს.
მედიის ინფორმაციით, მუსიკალური კატალოგის გაყიდვამ Pink Floyd-ის წევრებს შორის ათწლიანი კამათიც დაასრულა. ბენდის გიტარისტი, დევიდ გილმორი აცხადებს, რომ გარიგების ფინანსური მხარით დაინტერესებული არ არის, თუმცა ბენდის საკუთრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება მას აღარ სურდა.
ორი წლის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, Pink Floyd-ი კატალოგს $500 მილიონად ყიდდა, თუმცა, ბენდთან დაკავშირებული სადავო ბრალდებებისა და ინტერვიუების გამო, გარიგება ჩაიშალა - მაშინ ჯგუფის წევრი როჯერ უათერსი Rolling Stone-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა არაპროვოცირებული არ ყოფილა.
Sony Music-მა წლის დასაწყისში Queen-ის მუსიკალური კატალოგი $1 მილიარდზე მეტად შეაფასა. კომპანიის სახელზეა ბობ დილანისა და ბრიუს სპრინგსტინის ალბომებიც.