"პიონერთა სასახლის" რეაბილიტაცია იგეგმება
თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.
პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. პირველი ეტაპისთვის სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი უნდა მომზადდეს.
აღნიშნული სამუშაოს შესყიდვის მიზნით, თბილისის განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 600 ათასი ლარია გათვალისწინებული.
პროექტირების პროცესი სამ–ეტაპიანია და როგორც სასახლის ძირითადი, ისე დამხმარე ბლოკის რეაბილიტაციას მოიცავს. დამკვეთმა შენობის, ინტერიერის, საინჟინრო კომუნიკაციების, ეზოს დიზაინისა და სხვა საპროექტო დოკუმენტები უნდა მოამზადოს. სატენდერო წინადადებების მიღების ვადა 11 თებერვალს ამოიწურება.
გამარჯვებულმა კომპანიამ დამკვეთს მზა პროექტი 2019 წლის 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს.