მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პიქსელ აუთდორმა“ „სოლასთან” ერთად სარეკლამო ბილბორდებზე სტატისტიკის მთვლელი კამერები განათავსა

„პიქსელ აუთდორმა“ „სოლასთან” ერთად სარეკლამო ბილბორდებზე სტატისტიკის მთვლელი კამერები განათავსა
23.09.24 15:42
608

ქართულ ბაზარზე სიახლეა. სარეკლამო კომპანია „პიქსელ აუთდორმა“, ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია „სოლასთან” ერთად სარეკლამო ბილბორდებზე სტატისტიკის მთვლელი კამერები განათავსა. ტექნოლოგია, რომელიც ადგილობრივი სარეკლამო ბაზრისთვის ახალი შესაძლებლობაა, გარე სარეკლამო ინდუსტრიის ეფექტურობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანი საშუალებაა.

პიქსელ აუთდორის“ და „სოლას" წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ინოვაცია Outdoor რეკლამის ციფრული მარკეტინგის დონეზე აყვანის შესაძლებლობას იძლევა.

მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც გარე რეკლამა მსოფლიო მარკეტინგში როგორც კომუნიკაციის წყარო გაჩნდა, მისი ტრადიციული საზომი მითითებულ არეალში დატვირთულობის კოეფიციენტია. წლების განმავლობაში ზრდისა და ინოვაციურობის დანერგვასთან ერთად კომპანია "პიქსელ აუთდორის" დახმარებით მარკეტინგის ეფექტურად დაგეგმვა საქართველოს ბაზარზეც შესაძლებელია.

მთვლელი კამერის უპირატესობები:

  • სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაცია, რეალურ დროში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით;
  • ნახვების თვალყურის დევნების შესაძლებლობა მდებარეობის მიხედვით;
  • იძლევა მოგებიანობის უფრო ზუსტი გამოთვლის საშუალებას.

სტატისტიკის მთვლელი კამერები ბიზნესს კიდევ უფრო ზუსტი და ეფექტური კამპანიის დაგეგმვის და ამავე დროს რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

მთვლელი კამერების ტექნოლოგია კომპანია „სოლას“ მიერ იმისთვის შეიქმნა, რომ ზუსტად დაითვალოს ნახვების რაოდენობა თითოეულ ლოკაციაზე, რაც რეკლამის განმთავსებლებს მათი კამპანიების ეფექტურობის შესახებ ზუსტ და მრავლისმომცველ ინფორმაციას აძლევს.

უშუალოდ Live კამერებს რაც შეეხება, ის აღჭურვილია ტექნოლოგიით, რომელსაც შეუძლია, განასხვაოს და ინდივიდუალურად დააგენერიროს ადამიანებისა და სხვა და სხვა ტიპის ტრანსპორტის რაოდენობრივი ანალიტიკური ინფორმაცია.

„პიქსელ აუთდორის იდეა, შეგვექმნა ინოვაციური ტექნოლოგია სტატისტიკის დათვლის კუთხით, საინტერესო გამოწვევა იყო ჩვენი გუნდისთვის. შემუშავებული ტექნიკის მრავალი გამოცდისა და ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, მივიღეთ პროდუქტი, რომელიც საამაყოა ჩვენი გუნდისთვის”, – აღნიშნავს რუსლან ტაკიძე, სოლას დირექტორი.
პროექტის ფარგლებში, კომპანიამ პირველ ეტაპზე სამი სტრატეგიული ადგილი შეარჩია:

ქ. ბათუმის შესასვლელი – ესტაკადის მიმდებარედ, სადაც განთავსებულია დასავლეთ საქართველოში არსებული ყველაზე დიდი ფორმატის სტატიკური ბილბორდი;
2. ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, წრიულზე, საიდანაც სამი მიმართულებით არის შესაძლებელი მოძრაობა – ქალაქში ყველაზე დიდი full HD ფორმატის ციფრული ბილბორდი;
3. ქ. ბათუმის ერთ-ერთი, ყველაზე ხალხმრავლობით გამორჩეული, გორგილაძის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთა – ციფრული ბილბორდი.

„ჩვენი კომპანია ყოველთვის ზრუნავს განვითარებასა და ინოვაციებზე. ჩვენ გვაქვს შემუშავებული განვითარების გეგმა საქართველოს მასშტაბით, დეტალები ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაცია გარე სარეკლამო ინდუსტრიაში, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო ეფექტური და სასიამოვნო გავხადოთ ჩვენი მომხმარებლების გამოცდილება. ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ამ ინოვაციამ შეიძლება გზა გაუხსნას მოწინავე ტექნოლოგიებს გარე რეკლამაში, გახადოს იგი უფრო ინტერაქციული, გაზომვადი და ეფექტური, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა პიქსელ აუთდორის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა ბოლქვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები