მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პირადად უნდა განმემარტა უფასო წამლების პროგრამის მნიშვნელობა"

5a817d90095f3
მეგი კავთუაშვილი
12.02.18 15:40
1025
ადმინისტრირების ბარიერები და არასრული საინფორმაციო კამპანია ის მიზეზებია, რითიც ჯანდაცვის მინისტრმა უფასო წამლებით მოსარგებლეთა სიმცირე ახსნა.

"მართლაც 14 ათასზე ცოტა მეტმა ადამაინმა ისარგებლა. თითოეული მათთგანი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ სულ გვქონდა ეს კითხვები, რომ ამის შესაძლებლობა აქვს ბევრად მეტს, მაგრამ სარგებლობს ცოტა. რისკების შეფასება გავაკეთეთ რამდნეიმე მიმართულებით, ხომ არ იყო ადმინისტრირების ბარიერები. ანუ რთული ბიოროკრატიული ბარიერების გადალახვა ხომ არ უწევდათ ამ მედიკამენტის საყიდლად. ვნახეთ, თუმცა არა დომინანტი პრობლემა. მას მოევლება ელექტორნული რეცეპტით. ამით ადმინისტრირებას გავაძლიერებთ. მეორე მხარე იყო, რამაც ასეთი დაბალი ციფრი მოგვცა საინფორმაციო კამპანიის ხარვეზები. მე თვითონ უნდა მევლო ალბათ უფრო მეტი რეგიონებში, პირადად უნდა განმემარტა ამ პროგრამის მნიშვნელობა, საინფორმაციო კამპანია ინტენსიფიკაცია სჭირდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს პარლამენტში.

როგორც პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, დაანონსებული 200 ათასი ბენეფიციარის ნაცვლად, სიმბოლურად 1 ლარიანი წამლებით ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით სულ 13 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პროგრამის ფარგლებში აფთიაქს 19 899 -ჯერ მიმართეს. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი 4 მილიონამდე ლარის ნაცვლად, მთავრობამ დაპირებული უფასო წამლებისთვის სულ ნახევარი მილიონი ლარი აითვისა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტროს მიერ შესყიდული მედიკამენტები საბაზრო ანალოგებთან შედარებით, საშულოად 150%-ით იაფია. მინისტრმა ვარაუდი გამოთქვა, რომ 7-10 დღეში მეტ-ნაკლებად დეტალურად გააცნობენ საზოგადოებას, რა მიმართულებით გაფართოვდება "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა".

"ნახევარი მილიონი დავზოგეთ დისტრიბუციის თანხებში, უფრო ზუსტად 440 ათასი. დანარჩენ შესყიდვებზე დაგვეზოგა თანხა და ამან მოგვცა შესაძლებობა, რომ შემდგომი შესყიდვები დავგეგმოთ უფრო საჭიროებაზე ორიენტირებულად. აი, ეს არის მთელი განტოლება, რომელსაც რატომღაც არქმევთ სახელს, არაეფექტური მართვის. ხანხადახნ დეჟავიუ მაქვს. 2013 წელს სულ მესმოდა, რომ სახელმწიფო ამას ვერ გააკეთებს, ეს უნდა გააკეთოს კერძომ. ფაქტია არ დავქცეულვართ ხომ?" - განაცხადა დავით სერგეენკომ ოპონენტების პასუხად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები