მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პირადად ვიყავი ჩართული, რომ ანაკლია ყოფილიყო პრიორტეტულ პროექტთა ნუსხაში"

5cf10b14e332c
BM.GE
31.05.19 15:07
538
„პირადად მე ვიყავი ჩართული, რომ ანაკლიის პროექტი მოხვედრილიყო პრიორტეტულ პროექტთა ნუსხაში“-ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს და თუ ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც შეასრულებს ვალდებულებებს, ანაკლიის პორტის პროექტი შედგება.

„300 მილიონის ვალდებულება ავიღეთ, რომ სახელმწიფო გააკეთებს ინვესტირებას. მეორე, გამოვისყიდეთ მიწები რამდენიმე ათეული მილიონით. საპარტნიორო ფონდს აქვს ვალდებულება 100 მილიონი დოლარის მოცულობით, რომ გააკეთოს თანადაფინანსება.

პირადად მე ვიყავი ჩართული და პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს პროექტი მოხვედრილიყო პრიორიტეტულ პროექტთა სიაში, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირმა. პირადად მე მქონდა თხოვნა OPIC-თან, რომ განეხილათ მათ და ჰქონოდათ ეს პროექტი პერსპექტიულ პროექტთა ნუსხაში. რომელს აქვს გაკეთებული იმაზე მეტი ძალიან მაინტერესებს, მათ შორის პარლამენტს გარეთ, რომლებიც დღეს ჩასაფრებული ხალხის პოზიციიდან საუბრობთ.

რომ ვამბობთ, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, ეს ნიშნავს, რომ არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები