მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირადი კაბინეტის სისტემასაც ვამატებთ" - კავკასიის მედიცინის ცენტრის გაციფრულების გეგმები

სოფო ასპანიძე

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფო ასპანიძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ კლინიკაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, კლინიკის მთავარი მიზანი სერვისების უწყვეტი განვითარება და პაციენტზე მაქსიმალურად მორგებაა, მათი გეგმებიც სწორედ ამას უკავშირდება.

„ჩვენ სამ თვეში ერთხელ პაციენტების კმაყოფილების კვლევას ვატარებთ, რომელიც არის კონკრეტული საერთაშორისო სტანდარტის კვლევა. ამაზე დაყრდნობით, გადაწყვეტილებას ვიღებთ, თუ როგორ უნდა მოვერგოთ მომხმარებელს. გამარტივებულად სერვისის მიღება არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფოკუსი, ეს იქნება ჰოსპიტალში ვიზიტის დაჯავშნა, დანიშნულებების ციფრულ მოწყობილობებში ნახვა თუ სხვა.

შესაბამისად, ამ მიმართულების გაციფრულება ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ახლა ვმუშაობთ ამ საკითხზე. ერთი წელია ჩვენთან ციფრული დაჯავშნის სისტემა ამოქმედდა და ახლა პირადი კაბინეტის სისტემასაც ვამატებთ, სადაც ექიმთან კომუნიკაციის გარეშე შესაძლებელი იქნება ვიზიტის შედეგების მიმოხილვა. ვფიქრობ, ეს ნდობის, ლოიალობისა და კავშირის გარანტიაა,“- აცხადებს ასპანიძე.

მისივე ცნობით, კლინიკა ე.წ “ჯეი სი აი“ აკრედიტაციაზე მუშაობს, რომელიც ჯანდაცვის სექტორში ოქროს სტანდარტის აკრედიტაციაა. ასპანიძის მოლოდინია, რომ ეს აკრედიტაცია გზა იქნება იმისა, რომ სამედიცინო ტურიზმის ჰაბი გახდნენ და როგორც მეზობელი, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები