home
category
tv live menu
EN
Loading data...

პირბადის კანონი ძალაშია - რა იკრძალება და როგორია სანქცია

საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა პირბადის სავალდებულო წესით ტარების შესახებ კანონი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული მუხლი 42​​11-ის მიხედვით დახურულ საჯარო სივრცეში  პირბადის ტარების წესის დარღვევა შემდეგ სანქციებს გამოიწვევს:

  • ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით. 
  • პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება −  გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით. 
  • პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით. 
  • პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით. 
  • შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.“.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები