მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირდაპირი და ირიბი ექსპორტი - რა სქემით შედის რუსეთში ღვინო?

ღვინო

2025 წელს რუსეთში ღვინის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები იტალია და საქართველო იყვნენ.

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, გასულ წელს რუსეთში ღვინის პირდაპირ იმპორტიორ ქვეყნებს შორის ღირებულებით იტალია ლიდერობს. ამ ქვეყნიდან რუსეთში 234.4 მლნ დოლარის 58.64 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ასოციაცია მიუთითებს, რომ 1 ლიტრის იტალიური ღვინის საშუალო ფასი 4 დოლარი იყო.

ღირებულებით მეორე ადგილზე, თუმცა მოცულობით პირველ პოზიციაზეა საქართველო. საქართველოდან რუსეთში 170.6 მლნ დოლარის 60.83 მლნ ლიტრი ღვინო შევიდა. 1 ლიტრის ფასი კი, მხოლოდ 2.81 დოლარი იყო.

TOP-5 იმპორტიორ ქვეყანას შორის არიან ლატვია, პოლონეთი და პორტუგალია. ლატვიიდან რუსეთში 128.8 მლნ-ის ღვინო შევიდა, პოლონეთიდან 80.6 მლნ, ხოლო პორტუგალიიდან 39.3 მლნ.

ამასთან, მნიშვნელოვანია არაპირდაპირი ექსპორტიც, რაც ძირითადად ლატვიისა და პოლონეთის გავლით ხორციელდება. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ ირიბი ექსპორტის ამსახველი სქემაც გამოაქვეყნა.

სქემაზე ჩანს, რომ ლატვიის გავლით რუსეთში ხვდება ღვინო საფრანგეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესპანეთიდან და იტალიიდან. ხოლო პოლონეთის გავლით რუსეთში შედის იტალიური, ფრანგული, გერმანული, ესპანური და პორტუგალიური ღვინო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა 10 ოქტომბერს, ღვინის 7 ქართული კომპანიის პროდუქცია აკრძალა. შეზღუდვა დაუწესა ქართულ ნაბეღლავს და საქართველოში წარმოებულ "კოკა-კოლას".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები