მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პიროტექნიკის გამოყენებაზე შეხვედრა გაიმართება - რას შეცვლის კანონპროექტის მიღება?

64494bd0cb524
BM.GE
26.04.23 20:00
821
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს.

კომიტეტმა პარლამენტის წევრების: არმაზ ახვლედიანისა და ანა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც პიროტექნიკის საქართველოში შემოტანაზე, ფლობაზე, რეალიზაციაზე და გამოყენებაზე ერთიანი ჩარჩო რეგულაციის შექმნას ეხება.

ცვლილება, რომელიც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანად მომზადდა, პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს აზუსტებს.

„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები მთავრობის განკარგულების საფუძველზე იქნება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს ერთჯერადი განკარგულება და დაუშვას პიროტექნიკის გამოყენება. ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება ექნება პიროტექნიკა შემოიტანოს, ფლობდეს და გამოიყენოს მთავრობის განკარგულებითვე განსაზღვრულ დროსა და ადგილას. ასევე, დასაშვები იქნება დაბალი საფრთხის პიროტექნიკის გამოყენება და ასევე ნებისმიერი სახის პიროტექნიკის ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადატანის მიზნით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომიტეტი აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები