შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, იმ პირთა რაოდენობა, ვისაც სოციალურ დახმარებას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმის გამო უხდის მცირდება. მიმდინარე თვეში ბენეფიციართა რაოდენობა 966 შედგენს, მაშინ როცა 2017 წლის მარტში 986 ბენეფიციარი იღებდა შემწეობას, 2016 წლის იგივე პერიოდში კი 1 055.
ფულადი სოციაულური დახმარება იმ პირებს ენიშნებათ, რომელთაც პროფესიული დაავადება აქვთ ან ჯანმრთელობის დაზიანება დამსაქმებლის ბრალეულობით მიადგათ.

























