წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,2 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მარტში მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტში, უძრავი ქონებით ოპერაციებში და ვაჭრობაში.
მარტში 293.9 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო იმპორტმა კი 837.7 მლნ დოლარი შეადგინა.
ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით შემცირდა და 4 786 ერთეული შეადგინა.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 12%-ით გაიზარდა.