მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველ კვარტალში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებამ 4%-ს მიაღწია

5734350408e7a
BM.GE
12.05.16 11:44
1427
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2016 წლის პირველ კვარტალში 1.6%-ით გაუფასურდა და საშუალოდ 2.44 შეადგინა. ეროვნული ბანკის კვარტლური ანგარიშის მიხედვით, ლარი უმნიშვნელოდ გაუფასურდა ევროსთან (2.2%) და თურქულ ლირასთან მიმართებაშიც (0.3%), ხოლო რუსულ რუბლთან და უკრაინულ გრივნასთან, შესაბამისად, 10.3%-ით და 9.2%-ით გამყარდა.

2016 წლის პირველ კვარტალში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 5.4%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად კი 4.1%-ით გაუფასურდა.
პირველ კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებამ 4%-ს მიაღწია, თუმცა წლიურმა გაუფასურებამ 1.6% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები