მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6.3%–ით შემცირდა

5cfe0150168ac
BM.GE
10.06.19 11:05
1096
"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3%–ით ნაკლებია.

"შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში", – აღნიშნულია "საქსტატის" განცხადებაში.

2019 წლის I კვარტალში უმსხვილესი FDI-ის ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ირლანდია - 47.4%–ით, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 15.1%–ით, ხოლო მესამეზე აშშ - 8%–ით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის I კვარტალში 75.1% შეადგინა.

"საქსტატის" ცნობით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების სექტორში განხორციელდა და 139.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 49.7%–ია, მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი – 42.7 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე კი ტრანსპორტის სექტორი – 28.6 მლნ აშშ დოლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები