მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა

5ca6ef313237b
თელარა გელანტია
05.04.19 11:00
476
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში, 1,014,732 მგზავრს მოემსახურა, რაც 21%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 839,518 მგზავრი).

მარტში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მარტში 314,065 მგზავრს მოემსახურა, რაც 8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი - 290739 მგზავრი ). 3 თვის ჭრილში მგზავრთნაკადის ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 804,673 მგზავრი ანუ 11%-ით მეტია შეადგინა (2018 წელი 3 თვე - 723,941 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის მარტში 83%-ით გაიზარდა და 53316 მგზავრი შეადგინა (2018 წლის მარტი - 29161 მგზავრი). რაც შეეხება 3 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 156784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101%-ით მეტია. (2018 წლის 3 თვე - 78020).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის მარტში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 21664 მგზავრმა ისარგებლა, რაც 16%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის მარტი - 18631 მგზავრი). 3 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 41%-ით გაიზარდა და 51916 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 3 თვე - 36760 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის მარტში 421 მგზავრს მოემსახურა, რაც 60%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 მარტი - 263 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის მარტში 44 -მა მგზავრმა ისარგებლა, სულ კი 6 რეისი შესრულდა, რაც 37%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 მარტი - 27 მგზავრი მგზავრების ზრდა 30% ).

ჯამში, 3 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1,359 მგზავრმა ისარგებლა, რაც 71%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წლის 3 თვე - 797).




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები